Sunday, 19 May 2019

საინტერესო დღეები

მე ვარ ელენე ბასილიძე , მეხუთეკლასელი . დიანა მასწავლებელმა სამუშაო კომპიუტერებში ჩამოგვიტვირთა პროგრამა Movie Maker , გვასწავლა როგორ აგვეწყო ვიდეო . საინტერესო და სახალისოა . ჩემს ფოტო-მოგონებეს ვიდეოებად ავაწყობ, მომწონს . კიდევ იცით რა მომწონს? თანაავტორობის მოთხოვნა რომ გამომიგზავნა და მე თვითონ ვწერ დამოუკიდებლად პოსტს :) საპასუხისმგებლოა ეს თანაავტორობა, ვაი და რამე შემეშალოს, ან რატომ უნდა შემეშალოს ?!

ახლა კი , დაათალიერეთ ჩემი ქმნილება , ჩემი პირველი მცდელობა პროგრამა movie maker-ის გამოყენებისა .


Wednesday, 15 May 2019

პროექტი "ციფრული სკოლა "

2018 წლის სექტემბერში საქართველოში დაიწყო პროექტის “ციფრული სკოლა-საქართველო” განხორციელება, რომელშიც 120 სკოლის ჩართვა იგეგმება.

ჩვენი სკოლა წელს ჩაერთო ამ პროექტში .

N151 საჯარო სკოლის მე-6 და მე-5 კლასელები აქტიურად ვმონაწილეობთ ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში . გადავწყვიტეთ , ჩვენი წვლილი შევიტანოთ დაწყებითი კლასების მოსწავლეების წიგნიერების ამაღლების საქმეში და მათთვის შევქმნათ სასწავლო რესურსები , რომლებიც ხელს შეუწყობს მოტივაციის განვითარებას და ციფრული რესურსებით გაამდიდრებს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას.